როგორ შევქმნათ ბრენდზე მორგებული ციფრული მარკეტინგის გეგმა, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა?

როგორ შევქმნათ ბრენდზე მორგებული ციფრული მარკეტინგის გეგმა, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სოციალური მედიის პლატფორმები საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა და სხვადასხვა ასაკის მომხმარებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სოციალური მედია პლატფორმების მეშვეობით ბიზნესებს გაუჩნდათ წვდომა რამდენიმე მილიარდიან ბაზარზე, რომელიც მათ პოტენციური მომხმარებლების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, დღეს მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის ფუნქციონირებისა და წარმატების განმსაზღვრელი სწორად დაგეგმილი ციფრული მარკეტინგი გახდა.

მარკეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ბიზნესის წარმატებული საქმიანობისა და ციფრულ სამყაროში ადგილის დამკვიდრებისათვის, სწორად შერჩეული პლატფორმა გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინონ იმ პოტენციურ აუდიტორიას, რომელიც შემდგომ მათი ლოიალური მომხმარებელი გახდება.

 

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ არის შესაძლებელი, შექმნათ თქვენს ბრენდზე მორგებული ციფრული მარკეტინგის გეგმა, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა. 

 

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა

 

იმისათვის, რომ შექმნათ თქვენს ბრენდზე მორგებული ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, პირველ რიგში საჭიროა, განსაზღვროთ თქვენი ბრენდის აუდიტორია – თქვენი მომხმარებლის ასაკი, ინტერესები, სურვილები და მოთხოვნილებები.

თქვენი აუდიტორიის სწორად იდენტიფიცირება მოგცემთ შესაძლებლობას, სწორად შეარჩიოთ საკომუნიკაცო პლატფორმა, მოიძიოთ და დაუკავშირდეთ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს, და გაზარდოთ ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა.

მაგალითად, ბრენდის ციფრული პოზიციონირების შესახებ საუბრისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპირატესობას განსხვავებულ პლატფორმებს ანიჭებენ.  მაგალითად, „ფეისბუქი“, მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარულ პლატფორმას წარმოადგენს, ძირითადად, 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში და მისი მომხმარებელთა რაოდენობა 2.936 მილიარდს უტოლდება. ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი სოციალური ქსელი მსოფლიოს მასშტაბით კი YouTube-ია, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყყენება მარკეტინგისთვის. ტვიტერი საშუალებას იძლევა ღია სივრცეში კომუნიკაციის და დისკუსიის შესაძლებლობას, რაც კომპანიისთვის შედარებით რთლი სამართავია ოპერატიულობის თვალსაზრისით. ტვიტერს დაახლოებით 436 მილიონამდე მომხმარებელი ყავს მსოფლიოს მაშტაბათ. მიუხედავად იმისა რომ, ინსტაგრამი შეისყიდა ფეისბუქმა, ის აძლევს მომხმარებლებს  სრულიად სხვა გამოცდილებას, მეტწილად ვიზუალური კონტენტს, მაგრამ სხვადასხვა ჩართულობის საშუალებას, ვიდფრე ფეისბუქის სთორი ან პოსტი. ინსტაგრამს ჰყავს 1,478 მილონ მომხმარებლამდე ყოველთვიურად. ვიზუალზე დამყარებული კონტენტის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა ასევე ტიკტოკი, რომელსაც მილიონი მომხმარებელი ყავს.  ამასთან, ტვიტერის ძირითადი მომხარებლების ასაკი წარმოადგენს 20- 40 წელს; ინსტაგრამის და ტიკტოკის მომხმარებლები უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან.

სოციალური მედია პლატფორმების პოპულარობა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვითაც. მაგალითად, საქართველოში IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ „ფეისბუქი“ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სოციალურ პლატფორმას წარმოადგენს და რესპონდენტთა 72% სწორედ მას მოიხმარს. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი მარკეტინგისათვის სწორედ Facebook-ის არხს იყენებს.

Facebook-ზე  და Google-ში თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდა, გვერდის შექმნისა და ორგანული წვდომის გარდა, ეფექტური ციფრული მარკეტინგის მეშვეობით არის შესაძლებელი. Facebook Ads-ისა და Google Ads-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სამიზნე აუდიტორია და თქვენი პროდუქტის შესახებ რეკლამა განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიის, ინტერესებისა და საცხოვრებელი არეალის მქონე ადამიანებს მიაწვდინოთ.

 

ინფლუენს მარკეტინგი

 

ლოიალური მომხმარებლების რაოდენობის გასაზრდელად, ერთ-ერთ ეფექტურ გზას ინფლუენსერებთან პარტნიორობა წარმოადგენს.

ინფლუენსერები საკუთარ გამომწერებში ნდობით სარგებლობენ, მათ მიერ რეკომენდებული ბრენდი და პროდუქტი კი მარტივად ექცევა მათი მიმდევრების ყურადღების ცენტრში. თქვენი ბრენდის განვითარების საწყის ეტაპზე, შეგიძლიათ თანამშრომლობა დაიწყოთ მიკროინფლუენსერებთან, რომელთა გამომწერთა რაოდენობა 1000-დან 100 000-მდე მერყეობს. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენი პროდუქცია რამდენიმე ასეულ ადამიანს გააცნოთ და შედარებით მცირე თანხაც დაგიჯდეთ ინფლუენსერები საქართველოში, ძირითადად, ინსტაგრამზე მოახდენენ თქვენი პროდუქტის რეკლამირებას, თუმცა, ფეისბუქის პოპულარობის გამო, მისი გამოყენებაც ხშირად ხდება.

 

ბრენდი და პერსონალური ისტორია

 

წარმატებული მარკეტინგისათვის აუცილებლია, თქვენი ბრენდი პერსონალურ ისტორიასა თუ სენტიმენტალურ ბმებზე იყოს დაფუძნებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აუდიტორიასთან კომუნიკაციის დროს იქნებით ღია, ბრენდის მეშვეობით გაუზიარებთ მათ თქვენს შეგრძნებებსა და მოგონებებს, შეძლებთ არა მხოლოდ გაზარდოთ თქვენი მომხმარებლის რაოდენობა, არამედ შექმნათ ლოიალური აუდიტორია, რომელიც თქვენთან ხანგრძლივი დროით დარჩება.

 

ავტორი: ანა ბეჟანიშვილი

 

გამოყენებული წყაროები:

StatCounter Global Statshttps://gs.statcounter.com/social-media-stats/all/georgia

“Most Used Social Media 2021.” Statista, 8 Mar. 2022, https://www.statista.com/statistics/272014/global-social-networks-ranked-by-number-of-users/