ჩვენ შესახებ
შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
„შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ, პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებს. ინიციატივის მიზანია, კვლევით და შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ღონისძიებები, რომელიც მოემსახურება ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ქართველი ქალი მეწარმეების ცნობადობის ამაღლებას, კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობას და ქალი მეწარმეების ხელისშემწყობი პოლიტიკის გატარების მხარდაჭერას.
მტკიცებულებების თანახმად, COVID-19–ის სოციალურ – ეკონომიკური ტვირთი ქალებისთვის არაპროპორციული და უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მამაკაცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მეწარმე ქალებზე COVID-19– ის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს (ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებას), მრავალი გარემოების (მაგ. ქალების ეკონომიკური მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი), ზრდის მათ სოციალურ-ეკონომიკურ დაუცველობას). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა იმ მეწარმე ქალებისთვის ვინც ბიზნესს საქართველოში აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები (კვლევებისა და გზამკვლევების მომზადება, მასტერკლასები და ტრენინგები, ელექტრონული რესურსების მობილიზება, საგანმანათლებლო ინიციატივები და ა.შ) საშუალებას მისცემს მეწარმე ქალებს, COVID-19– თან დაკავშირებული ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების ფონზე, შეინარჩუნონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები შეიძლება დავყოთ სამ ძირითად მიმართულებად:
- კვლევა – კვლევის მიზანია გაანალიზდეს Covid-19ის ეფექტი ქალ მეწარმეებზე, ამასთან შესწავლილ იქნას საქართველოში ქალი მეწარმეებისთვის არსებული ბიზნეს გარემო, გაანალიზდეს არსებული ხელისშემწყობი ფაქტორები და ხელისშემშლელი ბარიერები. პროექტის ფარგლებში მომზადდება პრაქტიკული გზამკვლევი ქალი მეწარმეებისთვის „როგორ დავიწყოთ და გავაფართოვოთ ბიზნესი საქართველოში“. გზამკვლევში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Covid-19ის პანდემიის შედეგებზე, წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები ბიზნეს მოდელის არსებულ რეალობასთან მორგების მიმართულებით, მაგ. ელ. მარკეტინგზე და ელ. გაყიდვებზე;
- ქალი მეწარმეებისთვის შესაძლებლობების ზრდა და განვითარება – აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში მომზადდება საინფორმაციო მასალა, როგორიცაა ბლოგები და სტატიები, ასევე ინსპირაციული ვიდეოები წარმატებულ ქალ მეწარმეებზე საქართველოდან, საგანმანათლებლო ტიპის მულტიმედიური პროდუქცია. პროექტის ფარგლებში აქტიურად იქნება გამოყენებული სოციალური მედია და სატელევიზიო პროდუქტები.
- პოლიტიკის ადვოკატირების კომპონენტი – კვლევითი კომპონენტის ფარგლებში მომზადებული ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების ადვოკატირების და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის გაცნობის მიზნით, ჩატარდება კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის ფორმატის დისკუსიები.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ინარჩუნებს და ავითარებს ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. საელჩო აქტიურად მუშაობს ბრიტანეთისა და საქართველოს საერთო ღირებულებების მხარდასაჭერად და საქართველოს რეფორმების პროგრამების ევროპასთან დაახლოებისთვის. საელჩო ხელს უწყობს საქართველოს არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და მჭიდრო კავშირებს ამყარებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ბიზნესებს შორის. საელჩო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში და წვლილი შეაქვს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერირებაში. საელჩოს კომერციული განყოფილება ახლახან გააქტიურდა და დიდი ძალისხმევით მუშაობს ბრიტანული ბიზნეს-შესაძლებლობების დადგენაზე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) წარმოადგენს უნიკალურ კვლევით ცენტრს, რომელიც მუშაობს საზოგადოების წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე ეკონომიკურ და უსაფრთხოებისსაკითხებზე და უზრუნველყოფს სრულყოფილ ანალიზს, გთავაზობთ მტკიცებულებებზედაფუძნებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს საზოგადოებრივი დებატებისა და განათლებისსტიმულირებას. უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში EPRC-მ მოიპოვა ობიექტური, საიმედო დაარაპარტიული წყაროს რეპუტაცია ეკონომიკურ, ფინანსურ, უსაფრთხოების და სოციალურპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.