ქალი მეწარმე – ხშირად დასმული კითხვები | FAQ

Google მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი საძიებო სისტემაა, რომელსაც საშუალოდ 40 000 ძებნა აქვს წამში, რაც დაალხოებით 3.8 ტრილიონს დღიურ ძებნას უტოლოდება.
სინტერესოა Google-ის საძიებოს სისტემაში ქალი მეწარმეების შესახებ ყველაზე ხშირად რა კითხვები დაისმის და რა არის მათზე პასუხები. Google-ის საძიებო ველში ‘ქალი მეწარმე’-ს აკრეფისას სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ სიტყვების კომბინაციით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს. შესაბამისად, გიზიარებთ 2020 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით Google-ის მიერ დაგენერირებულ კითხვა-პასუხებს ქალ მეწარმეებზე.
- რამდენი ქალი მეწარმეა მსოფლიოში?
მსოფლიოში დაახლოებით 252 მილიონი ქალი მეწარმეა, მათგან 153 მილიონი ქალი მართავს კარგად დამკვიდრებულ ბიზნესს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალი მეწარმეების რიცხვი 114%-ით გაიზარდა, მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობთს, თუმცა რიცხვობრივად ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება კაცი მეწარეების ოდენობას.
- ვინ არის ყველაზე ცნობილი ქალი მეწარმე?
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქალ მეწარმედ ავსტრალიელი ჯინა რინეჰარტი ითვლება. იგი რკინის მადნის მომპოვებელი კომპანია Hancock Prospecting Group-ის აღმასრულებელი დირექტორია და მისი ქონება 16.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია საშუალოდ 30 მილიონ ტონა რკინის მადანს აწარმოებს და ამუშავებს წელიწადში. რინეჰარტი ასევე ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ადამიანი და მსოფლოს მე-6 ყველაზე მდიდარი ქალია.
- ვინ არის პირველი ქალი მეწარმე?
მსოფლიოში პირველ ქალ მეწარმედ მიჩნეულია სარა ბრიედლოვი იგივე მადამ უოკერი. შავკანიანი ქალბატონი 1867 წელს დაიბადა ყოფილი მონების ოჯახში, რომლებიც ბამბის პლანტაციებზე მუშაობდნენ. მადამ უოკერმა სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში გარდატეხა მოახდინა და შეიმუშავა თმის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ხაზი აფრო-ამერიკელი ქალბატონებისთვის. იგი ასევე შესულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც პირველი თვითშექმნილი ქალი მილიონერი.
- ვინ არის ყველაზე მდიდარი ქალი მეწარმე?
ჟონგ ჰუიუნი, ჩინეთში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია Hansoh Pharmaceutical Group-ის დამფუძნებელია, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აწარმოებს. ყოფილი ქიმიის მასწავლებლის ქონება 2020 წლის Forbes-ის მონაცემებით, 18.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჰუიუანის მეუღლე და შვილებიც ფარმაცევტულ ბიზნესში არიან ჩართული, თუმცა ჟონგი მეუღლეზე გაცილებით მეტ ქონებას ფლობს, ის მსოფლიოს უმდიდრეს 70 ადამიანთა შორისაა.
და ბოლოს, მართალია მეწარმეობასთან კავშირში არა არის, თუმცა ყველაზე ხშირად ქალებთან მიმართებით Google-ის საძიებო ველში შემდეგი კითხვა ისმის:
- ვინ არის ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიოში?
ამ პოზიციას კი ბოლო წლებია სტაბილურად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ინარჩუნებს. იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტულს 9 წელია ზედიზედ ატარებს, სულ კი ამ პოზიციაზე ნომინირებული 14-ჯერ იყო. ამასთან, იგი ორჯერ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე, რაც ქალების ყველა დროის რეკორდია. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი 2005 წლიდანაა, 2000-2018 წლებში კი პარტია გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე იყო.