სასაჩუქრე ყუთი – განახლებული ტრენდი კოვიდის ეპოქაში
ერთ ყუთში თავმოყრილი სხვადასხვა პროდუქტი, შედარებით ნაკლებ ფასად – სასაჩუქრე კომპლექტის შეძენა მაშინ, როდესაც სახლიდან გასვლა, სოციალიზაცია და პროდუქტების შეძენა შეზღუდულია, ძალიან დიდი სიამოვნების მომტანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მყიდველისთვის, არამედ მომგებიანი – ამ ყუთის შემქმენელისთვისაც. ასეთი ყუთების გამყიდველთა შემოსავლის წყარო გლობალური პანდემიის დროს მთლიანად სოციალური ქსელების მეშვეობით გაყიდული პროდუქტებია.
Სასაჩუქრე ყუთების კრებულის გაყიდვა ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში ტრენდად ჩამოყალიბდა 2010 წელს, როდესაც ჰარვარდდამთავრებულმა მეგობრებმა კატია ბიუჩამპმა და ჰეილი ბარნამ დააარსეს კომპანია “Birchbox”. კომპანია ყოველთვიურად მოამარაგებდა კანის მოვლისა და მაკიაჟის პროდუქტებით გამომწერებს და ეს სიამოვნება მათ მხოლოდ 10 დოლარი დაუჯდებოდათ. ამ იდეამ მიიპყრო სილამაზის ინდუსტრიის ყურადღება და ახლადდაფუძნებულმა ბიზნესმა 1.4 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო პირველ თვეში, შემდეგ კი გლობალური გაფართოება.
ჟურნალებმა და დიდმა კომპანიებმა წლების განმავლობაში აითვისეს სასაჩუქრე ყუთების ბიზნესი, დაწყებული კანის მოვლის, დამთავრებული – კვებითი პროდუქტების და საჭმლის მწარმოებელი კომპანიებით. ყუთების ბიზნესის ტრენდმა მომდევნო წლებში ნელ-ნელა დაკარგა მომხმარებელთა ინტერესი და 2020 წელს გლობალური პანდემიაც დაიწყო, რომელმაც ეს ბიზნესი გამოაცოცხლა; ამასობაში სხვა ბიზნესებსაც მოუწიათ კომპაქტურ ყუთებში გადაეტანათ პროდუქტი და ასე გაეგრძელებინათ ბაზარზე ასპარეზი.
სასაჩუქრე ყუთების ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ქალების მიერ დაარსებული კერძო ბიზნესებია. ყუთების გაყიდვები ხდება სოციალური მედიის საშუალებით, რაც ძირითადად ხელს უწყობს ამ ბიზნესში ბევრი გამომწერის მქონე ხალხის მეტ ჩართულობას და წარმატებას. Მაგალითად :
ქველმოქმედმა ლა ვერა ვილსონმა დააფუძნა “Vnus Box”, რომელშიც წარმოდგენილია კანის მოვლისა და სილამაზის ბუნებრივი მასალების სელექცია, ასევე სამკაულები, ჯანსაღი პროდუქტები, ტანსაცმელი, აქსესუარები და საოჯახო ტექნიკა ფერადკანიანი ბიზნეს მწარმოებლებისგან, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა აბონენტებს კარზე. თითოეული “Vnus Box” სავსეა ეკოლოგიურად სუფთა, ვეგანური საქონლით, მათ შორის ადგილობრივი მხატვრების ექსკლუზიური ნამუშევრებით. “Vnus Box” შეიქმნა ქალების მიერ ქალებისათვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. კომპანია ორიენტირებულია დაეხმაროს მომხმარებლებს უფრო გრძელი, ძლიერი, ჯანმრთელი ცხოვრებით, ხოლო პარტნიორობას უწევს ბრენდებს, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს და ხედვას. ვილსონმა შექმნა მისი საწარმო, რომლის მიზანიც იყო მსოფლიოს უკეთეს ადგილად ჩამოყალიბება.
”მინდოდა შემექმნა სააბონენტო ყუთი, რომელიც აქამდე არ მქონდა ნანახი – ყუთი სავსე პროდუქტებით, რომლითაც თავს კარგად გრძნობდი და ასევე კარგი იყო ხალხისთვის და პლანეტისთვისაც ”, – თქვა ვილსონმა. ყველა Vnus Box- ის სააბონენტო შემოსავლის ნაწილი მიდის არაკომერციული ძალისხმევის პროექტ Vnus-ში, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა. იგი წელს შეიქმნა და პროექტი ამჟამად ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დახმარებაზე, რომლებიც COVID-19 პანდემიის დროს გაჭირვებულნი არიან. მათთვის მზადდება ყოველთვიური უფასო ყუთები სადეზინფექციო საშუალებებით, ნიღბებით, ხელთათმანებით და სხვა ნივთებით.
”ჩვენ უკვე მივაწოდეთ ყოველთვიური ყუთები 200-ზე მეტ ოჯახს ჩვენი პოპულარული Vnus Box- ის გაყიდვების საშუალებით”, – თქვა ვილსონმა.
ახალგაზრდა შოტლანდიელების მიერ შექმნილი GeekGear არის ჰარი პოტერისა და Fantastic Beasts- ის თაყვანისმცემლებისთვის. ყოველთვიურ მიწოდებაში შედის 6-10 ოფიციალურად ლიცენზირებული პროდუქტი, მაგალითად, კოლექციონირება, კედლის ხელოვნება, საფოსტო ბარათები და ექსკლუზიურად შექმნილი მაისური. იმისდა მიუხედავად, რომ ისინი დიდ ბრიტანეთში არიან დაფუძნებული, მათი გამოწერა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.
ასევე სანდრა ო ლინის ამერიკული კომპანია KiwiCo აწარმოებს ბავშვებისთვის გასართობ თამაშებს. ეს კომპანია გამოირჩევა შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით 8 სხვადასხვა ხაზში, ასაკობრივი და ინტერესის მიხედვით, რითიც უფრო ადვილი ხდება ყუთის პოვნა. პანდას კოლოფი შემოთავაზებულია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო სხვა კოლოფები, როგორიცაა Eureka და Maker, შესანიშნავია თინეიჯერებისთვის. Მათი გამოწერა 40 ქვეყანაში შეიძლება. სამწუხაროდ, საქართველო მათ სიაში ჯერ არ იმყოფება.
სასაჩუქრე ყუთების ბიზნესის განვითარება საქართველოშიც დაიწყო. არსებობს სახის კანის მოვლის, მაკიაჟის, ყვავილების, საჭმლის და სხვადასხვა ყუთების არჩევანი, მაგალითად: გასტრობოქსი/ gastrobox, რომელიც შექმნილია ქეთა თურქიას და თინა ოსეფაშვილის მიერ. მათ ყუთში თქვენ ყოველთვიურად აღმოაჩენთ სხვადასხვა თემატიკის ქვეშ გაერთიანებულ ახალ კვების პროდუქტებს და გემოს.
თბილისში ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ირუ ხუნდაძის მიერ შექმნილი სენდვიჩების ნაირსახეობა #Brunchiesbyfoodgoddess, რომლებიც კომპაქტურად ყუთშია მოთავსებული.
ასევე საქართველოს ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ყუთები რომლებიც უზრუნველყოფენ სახის კანის მოვლისა და მაკიაჟის მიწოდებას მათი გამომწერებისთვის ასეთი ყუთების სიაშია: თეონა თავართქილაძის BeautyBox და GlamBox რომელიც შექმნილია მარიამ კვაშილავას მიერ.
ყველა ეს სასაჩუქრე ყუთი შეგიძლიათ მათ პირად ინსტაგრამ გვერდებზე იხილოთ და მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა ქართველ ქალებს კერძო ბიზნესების განვითარებაში.
ავტორი: ნინი უგულავა