,,პერსონალური ბრენდის” შენება – გზა თვითანალიზიდან წარმატებამდე
Მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, კონკურენტული და განვითარებული როგორიც ახლაა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინდუსტრიების მოთხოვნები და სტანდარტები შეცვალა. სასურველი მიზნების მისაღწევად, უფრო მეტი ფიქრი, შრომა და მოქმედება გვჭირდება. თითოეულ ჩვენგანს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული და სტრატეგიული თვითანალიზის პროცესებში ჩაბმა, რათა ელვის სისწრაფით მზარდი ინფორმაციის ეპოქაში არ დავიკარგოთ, არ დავკარგოთ ჩვენი იდეა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ეფექტური ნავიგაცია შევძლოთ.
Ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ,,პერსონალური ბრენდინგია.”
,,პერსონალური ბრენდინგი” მარკეტინგის პარქტიკაა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალებისა და მათი კარიერული მისწრაფებებისთვის საჭირო პროცესების იდენტიფიცირებას და განხორციელებას.
ეს არის ინდივიდუალური, ჯგუფის ან ორგანიზაციის რეპუტაციისა და ღირებულებითი კოდექსის შემუშავებისა და შენარჩუნების მიმდინარე, გრძელვადიანი პროცესი.
როგორ უნდა დავიწყოთ ,,პერსონალურ ბრენდინგზე” ფიქრი? რა არის პირველი ნაბიჯი?
პირველი ნაბიჯი, საკუთარი თავის და მიზნების გაცნობიერება და ანალიზია და მოიცავს ისეთი თვითრეფლექსიურ კითხვებზე პასუხების პოვნას, როგორიცაა -ვინ ვარ მე?რისი მიღწევა მსურს? რა არის ჩემი განსაკუთრებული ნიშან-თვისებები ან უნარები რაც განმასხვავებს ყველასგან? Რა არის ჩემი იდენტობა? Რა არის ჩემი დანიშნულება სამყაროში?
Ამ ასპექტების გაცნობიერებიდან იწყება პროფესიული და პერსონალური განვითარების პროცესებში ჩაბმა. Აუცილებელია გავიაზროთ თუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები. Ამაში დაგვეხმარება ისეთი ინდივიდუალური გამოცილებებისა და ავტობიოგრაფიული მომენტების ანალიზი, რომლებმაც ჩვენში ფუნდამენტური გარდაქმნები გამოიწვია – ისეთი მომენტები, რის შედეგადაც შევდექით როგორც პიროვნება.
Ამ საკითხების ანალიზი დაგვეხმარება სტრატეგიულ დაგეგმარებაში და იმის გარკვევაში, თუ როგორ მივწვდე ჩემ გარშემო მყოფებს, ისე, რომ არ დავკარგო ავთენტურობა. ,,პერსონალური ბრენდინგი” არის თავისუფლება, რადგან საკუთარ თავს ვაძლევთ საშუალებას, ვიყოთ ის, ვინც ვართ და ვიპოვოთ საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო ფორმები.
თვითიდენტიფიკაცია შედგა. Რა არის შემდეგი ნაბიჯი?
არსებობს მრავალი ინსტრუმენტი – ერთ-ერთია პოზიციონირების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც იგეგმება განვითარების შემდეგი ნაბიჯები. Მაგალითად, როგორ მინდა აღმიქვავდნენ საზოგადოებაში? როგორი მინდა იყოს ჩემი ბრენდი ხვალ? Რა სარგებელი მსურს მოვუტანო საზოგადოებას, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს და საკუთარ თავს? ეს ეტაპი მოიცავს სამომავლო გეგმებისა და მიზნების იდენტიფიცირებას. შესაბამისად, ვგეგმავთ პოზიციონირების პლატფორმას და ამ კომპონენტებზე პასუხების გაცემის შემდეგ ყალიბდება ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რითაც საზოგადოებაში პოზიციონირებას ვაგრძელებთ.
Შედეგების ინტეგრირება ყოელდღიურ ცხოვრებაში
,,პერსონალური ბრენდის” შექმნის მესამე ეტაპზე ხდება გეგმის შემუშავება, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირებული კომპონენტების ინტეგრირება ყოველდღიურ ცხოვრებაში: რა ქმედებებით უნდა გავაცოცხლოთ პერსონალური პლატფორმა? Რა არხების გამოყენებით უნდა მოვახდინნოთ კომუნიკაციით? რას ვაკეთებ იმისთვის, რომ სამიზნე სეგმენტებს სწორად მივაწოდო საკუთარი თავის ავთენტური ვერსია? Რომელი სამიზნე სეგმენტებია ჩემთვის მნიშვნელოვანი? Ამ კითხვებზე პასუხებით ხდება კონკრეტული ქმედებებისა და ტაქტიკური გეგმის შემუშავება.
როგორ აისახება ჩემი ,,პერსონალური ბრენდი” ჩემ საქმიანობაში?
ვაცნობიერებთ ბიზნესის (ან სხვა საქმიანობის) ძირითად იდეას, ღირებულებებსა და დანიშნულებებს. Სწორედ აქ იგება მნიშვნელოვანი ხიდი.
არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას სხვა ძირითადი დაპირება და სხვა იდეა აქვს, მაგრამ ჩვენ პიროვნულ იდეასთან ეს არ მოდის წინააღმდეგობაში. თუ ერთი და იგივე მიზნისკენ მიდის ორივე იდეა, ამ შემთხვევაში თანამშრომლობა შედგება.
არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ხდება იმის გათვითცნობიერება, რომ კომპანიისა და პიეროვნული იდეა/დაპირება ემთხვევა ერთმანეთს.
არის შემთხვევები, როდესაც იდეებსა და დაპირებებში სრული აცდენაა. ასეთ შემთხვევებში სჯობს დასრულდეს თანამშრომლობა, ვინაიდან ინდივიდი და ბრენდი დიდხანს ვერ ითანამშრომლებენ.
თუ საკითხი ეხება პირად ბიზნესს, აქ უფრო მარტივად არის საქმე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ შევცდეთ და მხოლოდ ჩვენი პერსონალური ღირებულებები არ ჩავდოთ ბიზნესში, იმიტომ რომ ცალკეულ ბრენდს თავისი უნიკალური სემანტიკა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ესენი არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერთმანეთთან.
,,პერსონალურ ბრენდინგზე” მუშაობა, თვითანალიზი და ამ პროცესესბიდან მიღებული შედეგები გავრცელდება არამხოლოდ ინდივიდის პროფესიულ მიღწევებზე, არამედ ყველა სხვა დანარჩენ ცხოვრებისეულ ასპექტზეც.
,,პერსონალური ბრენდინგი” არ გულისხმობს მხოლოდ კარიერულ წინსვლას, რადგან კარიერული წინსვლა არ არის მხოლოდ ბედნიერების ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ბედნიერება საკუთარ თავთან ჰარმონიზაცია და ცხოვრებისეული ბალანსის მიღწევაა, რაც ჩანასახშივე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ უნდა იყოს განვითარებული. ,,პერსონალური ბრენდინგი” არის ამ ბალანსში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ვინაიდან იგი ახალისებს ადამიანის მრავალშრიან განვითარებას.
ავტორი: ირინა დუმბაძე