Covid-19 -ის გავლენა ქალ მეწარმეებზე: რეალობა ციფრებს მიღმა

Covid-19 -ის გავლენა ქალ მეწარმეებზე: რეალობა ციფრებს მიღმა

კოვიდ 19-ის პანდემია უკვე თითქმის ერთი წელია მსოფლიოს ახალ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ვირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპმა შეაჩერა და შეაფერხა მსოფლიოს განვითარების რიტმი ყველა მიმართულებით –  პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და სხვა.

პანდემიაზე ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ, თუმცა ზოგმა მასში ახალი შესაძლებლობების დანახვაც შეძლო, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მისი კვალი კიდევ დიდხანს დაეტყობა მსოფლიოს.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყეს პანდემიის სავარაუდო შედეგების კვლევა და შეფასება. ამ მხრივ საინტერესოა მათ მიერ ეკონომიკური განვითარების შეფასება გენდერულ ჭრილში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჯერ კიდევ ივლისში ივარაუდა, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა ქალების ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ქალი მეწარმეებს ბევრად უფრო მეტი ზიანი მიადგებათ, ვიდრე კაც მეწარმეებს.

რა ზეგავლენა იქონია კორონა ვირუსმა ქალების ეკონომიკურ საქმიანობაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია და კომპლექსურ შეფასებას მოითხოვს. პამდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, მაგრამ საერთასორისო ორგანიზაციები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, რომ ქალ მეწარმეებზე, მათ განვითარებაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე, კარიერულ ზრდასა და პროფესიულ წინსვლაზე ეს ვირუსი წარუშლელ ნეგატიურ კვალს დატოვებს.  საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამის შემდეგ ძირითად მიზეზებს ასახელებს:

1)ქალი მეწარმეების ძირითადი საქმიანობის სფეროს სოციალური სექტორები წარმოადგენს,  როგორიცაა მომსახურების ინდუსტრია, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა, სილამაზის და გამაჯანსაღებელი ცენტრები და სხვა რაც ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობას მოითხოვს.  პანდემიის შედეგად სწორედ ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოები უფრო მეტად სენსიტიურები აღმოჩდნენ ე.წ. ლოქდაუნის მიმართ. ამასთან, მსოფლიო ტენდენციაა, რომ ქალ მეწარმეებს შედარებით შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები და მხარდაჭერა აქვთ, რაც მათ საქმიანობას გარე შოკების მიმართ უფრო მოწყვლადს ქმნით.

2)კაცებთან შედარებით უფრო მეტი ქალი მოღვაწეობს არაფორმალურ სექტორში, როგორიცაა დამხმარე/ოჯახის დიასახლისი, მომვლელი, ძიძა და სხვა. ასეთი სამუშაოს შესრულებისას ანაზღაურებას ძირითადად ხელზე იღებენ, შესაბამისად მათი დაცულობა კანონის მიერ და მხარდაჭერა ამოქმედებული სოციალური დახმარების პროგრამების მხრიდან ნაკლებია. პანდემიის პერიოდში კი შეჩერებული სასწავლო პროცესის, დაკეტილი ბაღების, და დასაქმებული ქალების სახლში ყოფნის შედეგად არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალების დიდი ნაწილი დარჩა დროებით უმუშევარი და შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე;

3)ქალები უფრო მეტად არიან დატვირთული ოჯახში, საშუალოდ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეს დრიურად ქალი 2.7 საათით მეტს უთმობს ვიდრე კაცი. ქალებს აქვთ ოჯახის მოვლის პასუხისმგებლობაც, რაც გულისხმობს საკვების მომზადებას, ბავშვებზე ზრუნვას, დასუფთავებას და ა.შ. კოვიდი-19-მა კი გამოიწყვია ბევრი კომპანიის დისტაციურ მუშაობაზე გადასვლა, შედეგად ქალი მეწარმეები იძულებულნი არიან სახლიდან იმუშაონ და პარალელურად გასწიონ სხვა საოჯახო საქმეებიც, რაც მათგან დამატებით ენერგიას და დროს მოითხოვს.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ  სირთულეების რის წინაშეც აღმოჩდნენ მეწარმე ქალები პანდემიის პირობებში. ფაქტია, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის პრობლემა, უბრალოდ ქალების ეკონომიკური შეფერხება ზოგ ქვეყნებში უფრო მეტად არის გამოკვეთილი ვიდრე სხვაგან.

გლობალური მეწარმეობის მონიტორის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში 250 მილინოზე მეტი ქალი მეწარმეა, მათგან 40% არის ინდივიდუალური მეწარმე, ანუ ეწევიან საქმიანობას დამოუკიდებლად თანა-დამფუძნებლებისა და თანამშრომლების გარეშე. სწორედ მათ დააწვებათ პანდემია ყველაზე მძიმე ტვირთად და შედეგად უფრო მეტი ქალი შეაჩერებს ბიზნესს, დაკარგავს სამუშაოს, შეფერხდება მათი სამეწარმეო საქმიანობა და გაიზრდება მათი ეკონომიკური დამოკიდებულება.

ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი  მნიშვნელობა აქვს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. საჭიროა სწრაფი და ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, რათა მოხდეს ქალების პოზიტიური წახალისება და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა რაც შეიძლება გულისხმობდეს დაბალპროცენტიან საკრედიტო ხაზებს, გადასახადების განაკვეთის შემცირებას ან დროებით გადავადებას, ინტენსიური და დაჩქარებული სასწავლო კურსების და ტრენინგების უზრუნველყოფას და სხვა. 

და ბოლოს, პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა წარმოუდგენელია ქალების აქტიური ჩართულობის გარეშე. იგივეს აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში თავის ბოლო მიმართვაში: „დააყენეთ ქალები და გოგოები კოვიდ-19-ის  წინააღმდეგ მიმართული მცდელობების ცენტრში. ქალთა ლიდერობა და ჩართულობა უნდა იყოს მთავარი კორონავირუსისგან დაცვისა და აღდგენის მცდელობებში“.